არომატული შავი ჩაი „რჩეული“ – დღე #2

არომატული შავი ჩაი „რჩეული“ქართული ყველაფერი კარგია!

აგვიცივდა თბილისში. და რა არის ცივ ზამთარში ლიმონიან ცხელ ჩაიზე უკეთესი? მეც ბევრი არ მიფიქრია და ახლო მდებარე საბითუმოს მივაშურე, სადაც პაკეტებში დაფასოებული ერთადერთი ქართული ჩაი ჰქონდათ – შპს „ჯეოპლანტი“-ს მიერ წარმოებული შავი ჩაი „რჩეული“. შეფუთვაზე მითითებულ ვებსაიტზე – http://geoplant.ge-ზე არაფერი დევს, თუმცა ნათელია, რომ ბრენდი „რჩეული“ ბრენდ „გურიელის“ „ახლო მეგობარია“. პაკეტზე ვკითხულობთ, რომ თურმე ეს ჩაი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან პლანტაციებშია მოყვანილი, არის დანამატების გარეშე, მაგრამ დაკუპაჟებულია მაღალხარისხიან უცხოურ ჩაისთან ერთად. ეს ცოტა არ იყოს გამიკვირდა, აქამდე არ ვიცოდი ჩაისაც თუ აკუპაჟებდნენ.

ასეა თუ ისეა ეხლა ლიმონიან ცხელ ჩაის მივირთმევ და შთაბეჭდილებებს გიზიარებთ. ჩაიში 1.5 ლარი გადავიხადე, ლიმონში 0.5. კარგია!  ჩემი 30 დღიანი გამოწვევის #2 დღეც შედგა. მოიკითხეთ “რჩეული” სავაჭრო წერტილებში და დააგემოვნეთ თქვენც …

** ფოტო ჩემი გადაღებულია, ჩემივე მოწყობილ სახელდახელო „ფოტო სტუდიაში“.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

კომენტარი

Tags: , ,

standardPostTransition
Perhaps the network unstable, please click refresh page.