აირჩიე ქართული – მთელი გუდვილი ვერ დავიკავეთ [ჯერ], მაგრამ ერთ კუთხე ხომ გავავსეთ? ნეტა მართლა გვექნეს ის მასშტაბი და მრავალფეროვნება, რომ გუდვილი გაგვევსოს … დრო უნდა ყველაფერს … ამ იმედით წარმოგიდგენთ ჩემს რამოდენიმე შთაბეჭდილებას, რომელიც გუდვილის დიღმის ფილიალში დამეუფლა, როცა ქართული პროდუქტების გამოფენას დავესწარი 2014 წლის 11 აპრილს.
1. ქართული პროდუქტების ასორტიმენტი იმდენად მცირეა, რომ ხანდახან აგეტირება ადამიანს. რუსეთის ბაზრის იმედზე ჩემი მტერი იქნა … რა წამს ჩაგიკეტავს და აგართმევს არასოდეს იცი. „შეშფოთებული“ ევროპა კი ბატონო, გიღებს იმ ჟანგიან კარს, მაგრამ რამე ხომ უნდა შეიტანო შიგნით? ანდა უნდიხარ კი ვინმეს იქ? თუ ბორჯომით და ღვინით გააკვირვებ ვინმეს? თუ ვინმე ილუზიებს შეუპყრია იქნებ ჩემს მაგივრად „შემოულაწუნოთ“ … მე არ მაქვს ილუზია, რომ ქართული წარმოება გუდვილში წარმოდგენილი რამოდენიმე სტენდით შევაფასო, მაგრამ … მაინც …
2. ქართული პროდუქტების მხარდაჭერის ძალისხმევების დაფანტულობას მხოლოდ ქართველი მწარმოებლების მარკეტინგის არაეფექტურობა თუ გაუწევს „კონკურენციას“. თითქოს არის რამოდენიმე ინიციატივა, რომლებიც ცდილობენ განვითარებას, მაგრამ რთულია … ძალიან რთულია … ამ საქმეს ვერცერთი დამოუკიდებელი ინიციატორი ვერ გაქაჩავს მარტო.
3. უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო ქართული ბიზნესის მხარდაჭერისათვის. მე არ მაქვს ილუზია, რომ მაინცადამაინც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რამე … მე უფრო იმას ვიტყოდი, რომ ყველამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს პირველ რიგში. ამ ნიუანსთან დაკავშირებით აქ საჯაროდ ვისაუბრე თავის დროზე …
ეხლა კი რამოდენიმე ფოტო …