ქართული ყველაფერი კარგია!
რა ხდებოდა გამოფენაზე – აირჩიე ქართული?
გამოფენაზე შარშან დეკემბერშიც და ამ წელს აპრილშიც ვიყავი. ამჯერად მონაწილეთა რაოდენობა ნაკლები, მაგრამ მოწესრიგებულობის ხარისხი მეტი მომეჩვენა. გამოფენაზე – აირჩიე ქართული 30-მდე მწარმოებელის პროდუქცია დამხვდა. სურათებს ქვემოთ შემოგთავაზებთ, პროდუქტებს კი ჩემი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში რიგ-რიგობით გაგაცნობთ. მაგალითად გუშინ და გუშინწინ ჩირკოლადი და მანდარინის მურაბა გაგაცანით.
ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც განსაკუთრებულ მადლობა იმსახურებენ თავიანთი დიდი ძალისხმევისათვის. თუმცა არის ერთი რამ, რასაც ქართული პროდუქტების მწარმოებლები კიდევ უფრო მეტად იმსახურებენ: ეს არის მეტი ცნობადობა, ქართველი მყიდველის მხრიდან მეტი კეთილგანწყობა და შესაბამისად მეტი გაყიდვები!
** ყველა ფოტო ჩემივე გადაღებულია გამოფენის პირველ დღეს.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.